ივერია ტექსი
სამკერვალო ფაბრიკა “ივერია ტექსი"დაარსდა 1990 წელს ყოფილი „ისნის სამკერვალო ფაბრიკის“ ბაზაზე, რომელიც 1936 წლიდან ფუნქციონირებდა. “ივერია ტექსი“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპეც.ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება. „ივერია ტექსი“ ფლობს ფეხსაცმლის ფაბრიკასა და ტანსაცმლის თანამედროვე წარმოებას.
„ივერია ტექს“-ს გააჩნია ISO 9001:2000სერტიფიკატი,რომელიც მიენიჭა მას მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული რეგისტრატორის, IQNet-ის მიერ. აღნიშნული სერტიფიკატის განახლება მოხდა 2006 წელს. გარდა ამისა, 2006 წელს „ივერია ტექსი“ გახდა ქართული „ხარისხის ნიშნის“ მფლობელი.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი : თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის N42
- ტელეფონი : +995 322791375
- ელ.ფოსტა : info@iveria.ge
პროდუქციის შესახებ ინფორმაცია
ფაბრიკა მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალური ფორმის მთლიან ეკიპირებას, რაშიც შედის როგორც ტანსაცმელი, ასევე ფეხსაცმელი და სხვადასხვა დამცავი აქსესუარები: ჩაფხუტები, სათვალეები, ჯავშან-ჟილეტები, ჩანთები და სხვა.მომხმარებელს ეძლევა საშუალება ერთ ადგილას შეიძინოს სპეციალური დანიშნულების სრული კომპლექტი.